ვებ გვერდის სარეზერვო ვერსიის შექმნა (Backup)

მსოფლიოში 100%-იანად დაცული და უსაფრთხო არაფერია, არც სამხედრო და საბანკო სისტემები. ყველაფერი შეიძლება დაზიანდეს ობიექტური ან სუბიექტური მიზეზებით. ამიტომ აბსოლუტურად ყველა სისტემას და მონაცემთა ბაზას უკეთებენ კოპირებას და ინახავენ შესაბამისი თარიღებით. რაც საშუალებას იძლევა მაქსიმალურად დაცული იყოს უკვე არსებული მონაცემები. ასეთ დაცულ ინფორმაციებს პარალელურად ინახავენ სხვადასხვა ადგილას, რაც კიდევ უფრო ამცირებს მისი დაკარგვის ან განადგურების ალბათობას. საიტების ჰოსტინგსაც გააჩნია შესაბამისი შესაძლებლობა, დააკოპიროთ მთელი თქვენი საიტი (პროგრამა და შეტანილი მონაცემები) და შეინახოთ პარალელურად თქვენს მიერ დაცულ ადგილას. ამ პროცესს ეწოდება BACKUP. დაწვრილებით მოცემულია ქვემოთ. ამ პროცესის თანმიმდევრულად განხორციელება ევალება ჰოსტინგის შემძენს და ჩვენ გირჩევთ ეს მუდმივად განახორციელოთ.

1. შედით თქვენი ჰოსტინგის c Panel -ში. შეამოწმეთ ჰოსტინგის უკვე გამოყენებული (დაკავებული) სივრცე. სარეზერვო ვერსიის შექმნის წინ თავისუფალი სივრცე უნდა იყოს დაახლოებით ჰოსტინგის 50%, წინააღმდეგ შემთხვევაში საიტის სარეზერვო ვერსია ხარვეზით შეიქმნება. ამ შემთხვევაში გირჩევთ დაგვიკავშირდეთ და გაზარდოთ თქვენი ჰოსტინგის პაკეტი. თქვენი ვებ-გვერდის რეზერვის შექმნისათვის დააწკაპუნეტ შსაბამის ღილაკს:
 
2. ვებ გვერდის სარეზერვო ვერსიის შექნისას ეკრანზე გამოჩნდება შესაბამის ეტაპებზე გადასასვლელი გვერდი. სულ გასავლელია 3 ეტაპი:

1). ეტაპი: დააწკაპუნეთ გაწითლებულ ღილაკს
 
2). ეტაპი: დააწკაპუნეთ ისევ გაწითლებულ ღილაკს
 
3). ეტაპი: გაეცანით გაკეთებულ შენიშვნებს და დააწკაპუნეთ შესაბამის ღილაკს:

დაიწყება სარეზერვო ვერსიის შექმნის პროცესი მიმდინარე თარიღისათვის. ამ პროცესს დაჭირდება 10 - 60 წუთი, რაც დამოკიდებულია თქვენი ვებ გვერდის ინფორმაციულ მოცულობაზე. ყოველ 10-15 წუთში გადატვირთეთ აღნიშნული გვერდი კლავიატურის შესაბამის ღილაკებზე დაჭერით Ctrl+R, სარეზერვო ვერსიი შექმნის პროცესი დასრულებული იქნება თუ ისიც გამწვანდება, როგორც ეს ნაჩვენების სურათზე ქვევით:


პროცესის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ დააწკაპუნოთ მასზე და გადმოტვირთოთ ტქვენი სახლის კომპიუტერში.
შენახული სარეზერვო ვერსიების მეშვეობით მომავალში შესაძლებელია თქვენი დაკარგული საიტის და მთელი ინფორმაციის აღდგენა შესაბამისი თარიღის მდგომარეობით. ეს პროცედურა დაიცავს თქვენს ბიზნესს გაუთვალისწინებელი სიტუაციებისაგან. გირჩევთ მუდმივად შეინახოთ ტქვენს საკუტარ კომპიუტერში რამდენიმე სარეზერვო ვერსია (მინიმუმ 3).
 
თუ თქვენ ვებ გვერდზე ტოვებთ გაკეთებული ძველი სარეზერვო ვერსიებსს და არ შლით მათ, დროთა განმავლობაში ისინი იკავებენ ადგილს თქვენს ჰოსტინგზე და თქვენ იძულებული იქნებით გაზარდოთ ტქვენი ჰოსტინგის სივრცე, ამიტომ გირჩევთ საიტზე შეინახოთ მხოლოდ ბოლო გაკეთებული ვერსია, დანარჩენი კი წაშალოთ. წაშლა შესაძლებელია ასევე c Panel -ში შესაბამისი ღილაკიდან File manager".
 
 
 




Copyright 2005-2015 © SPAR - Web Studio
ყველ უფლება დაცულია